ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქართველებმა უნდაისწავლონ გაკეთებული საქმეების დაფასება:
„როცა ბიძინა აღარ იქნება!!!
დაახლოებით 50 წლის წინ, თბილისი რუსთავის გზის გაყოლებაზე, მტკვრის ჭალაში, ნაგავსაყრელზე ტყე-პარკი გაშენდა, ამ საქმის თავი და თავი და უშუალო შემსრულებელი იყო პროფესიონალი მეტყევე (შემდეგ ამ ტყე-პარკის დირექტორი) ვლადიმერ ფანჩულიძე. მე ხშირად მინახავს ეს კაცი აქ, ამ ტყე-პარკში გაკეთებულზე და გასაკეთებელზე რომ ყვებოდა და ხარობდა აქაურობით – ეს რუსთავ-თბილისის მწვანე ფილტვები იქნებაო, დარგო ასობით ხე, ხელოვნურ ტბაში უზარმაზარი არგონავტების ნავიც კი ჩადგა, სასეირნო ბილიკები გააკეთა, დასასვენებელი და სასტუმრო სახლი ააშენა… მერე დრო აირია, გაპარტახდა აქაურობა, არც ვინმე პატრონი ჩანდა. დღეს მაგარი სამე დაიწყო, პრემიერმა ამ ტყე-პარკის აღდგენა დააანონსა, გულწრფელი სიხარულით გამიხარდა და ის კაცი გამახსენდა, ვლადიმერ ფანჩულიძე, აქაურობის სულის ჩამდგმელი, რომელიც სამწუხაროდ, არავის გახსენებია… რატომ ვივიწყებთ ადამიანებს, მათ ღვაწლს, არადა, ამ კაცის გახსენებით ადამიანებსაც გული გაუთბებოდა.
ათწლეულების მერე, როცა ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება და ადამიანები შეკვეთილის დენდროპარკში ისეირნებენ და გიგანტური ხეების ჩრდილში ჩამოჯდებიან, უნდა გაიხსენონ ის ადამიანიც, ვინც ეს გააკეთა, სახელები და მაგალითები უნდა შევინახოთ, ვისწავლოთ დაფასება გაკეთებულით!!!“ – წერს სოციალურ ქსელში ნინო კვაჭანტირაძე.