რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. ანტალია-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა.
თურქეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი სრულად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მძღოლის ჩათვლით 5 ადამიანი იმყოფებოდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს.
კომენტარები
