მსოფლიომ ბევრად მეტს უნდა მიაღწიოს, ვიდრე უბრალოდ ადგილობრივი დონის დროებითი ზავია, როგორიც ოკუპირებულ ოლეშკიში შედგა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე მორიგი იერიში მიიტანა.
საფრანგეთის ლიდერმა თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. შექმნილი ვითარების ფონზე მან მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა, რადგან რუსეთი უკრაინაში ომის დასასრულებლად რეალურ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.
„ჩვენ ბევრად მეტისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, ვიდრე ლოკალური ზავია – იმის მსგავსი, რაზეც ახლახან ადგილობრივ დონეზე შეთანხმდნენ ოლეშკიში. მიუღებელია, რომ რუსეთი აგრძელებს ყველა მსგავსი წინადადების უარყოფას, ფსონს კონფლიქტის ესკალაციაზე დებს და სამიზნედ მშვიდობიან მოსახლეობას ირჩევს. ჩვენ ერთობლივად უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ“, – აღნიშნა მაკრონმა.
