პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მის დაკავებას გამორიცხავს. როგორც მან აღნიშნა, არც მას და არც მის ახლობლებს ტერორიზმთან შეხება არ აქვთ.
მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, მის კარავში ამ დრომდე არავინ მისულა და მისი ადგილსამყოფელი არ გაუჩხრეკიათ.
„გამოვრიცხავ ჩემ დაკავებას. ტერორიზმთან არც მე და არც ჩემს ახლობლებს კავშირი არ გვაქ. მე, ფაქტობრივად, გამანადგურეს, მაგრამ თემირლანის საქმე არ განადგურდება იმიტომ, რომ ჩემ უკან უხილავი ძალა დგას. თემირლანის საქმით, მე ამ სისტემას დავანგრევ. თემირლანის პატივსაცემად სისტემას ბოლოს მოვუღებ, არ აქვს მნიშვნელობა, ციხეში ვიქნები თუ გარეთ.
არც მე და არც ჩემი თანმხლები პირები დანაშაულის ადგილას შემჩნეულები არ ვართ. ჩვენ არანაირი კონტაქტი გვქონია იარაღთან. საქვეყნოდ რომ ტერორისტად გამომაცხადეს, სად ვცხოვრობ ეს 9 თვეა?! კარავში. ეს უნიჭოები, ნაძირლები. ერთი კაცი არ მოსულა, რომ, თუნდაც, კარავი გაეჩხრიკა. მთელს ქვეყანაში ტერორისტად გამომაცხადეს. 9 თვეა, კარავში ვარ და კაციშვილი არ მოსულა, გაეგო, რა ხდება. წარმოიდგინეთ, რა პროფესიონალებიც არიან“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ცნობისათვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დღეს, 15:00 საათზე ადვოკატებთან ერთად მივა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი – ტერორიზმთან არც მე და არც ჩემს ახლობლებს კავშირი არ გვაქვს
2019/05/10 12:49:08
კომენტარები
ნანახია: 528 ჯერ