პეტრო პოროშენკომ უკრაინელ პილოტს, ნადეჟდა სავჩენკოს დაბადების დღეს მიულოცა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. სავჩენკო ამჟამად რუსეთის ციხეში სასჯელს იხდის.
„ვულოცავ ჩვენს ნადეჟდას დაბადების დღეს – ის არის აგრესორის დამარცხების რწმენის სიმბოლო. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მას ეს პირადად, მშობლიურ მიწაზე მივულოცო“, – დაწერა პოროშენკომ ტვიტერში.
ცნობისთვის, რუსეთის სასამართლომ 22 მარტს ნადეჟდა სავჩენკოს 22- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
კომენტარები