ამერიკის შეერთებულ შტატებში მორიგი თავდასხმა მოხდა. ვირჯინია ბიჩში კაცმა, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სულ მცირე 12 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.
ამავე ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. თავდამსხმელი პოლიციამ ორმხრივი სროლისას მოკლა. მისი ვინაობა ჯერ უცნობია. უცნობია ასევე თავდასხმის მოტივიც.
მედიის ცნობით, ის მუნიციპალური ცენტრის შენობაში შევიდა და სწორედ იქ დახოცა ადამიანები.
იმედინიუსი
კომენტარები
