სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი„კნატუნა“ (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.N43) არაგეგმურად შეამოწმეს და, გამოვლენილი დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის (ინვენტარისა და ზედაპირების არასათანადო რეცხვა) განმეორებითი დარღვევა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის შენახვის ფაქტი აღინიშნა. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა (დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია 5000 ლარს შეადგენს) და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორანს „ღელეღურდანი“ (მისამართი: ბათუმი ფ.ხალვაშის ქ.N45ა). ობიექტზე გამოვლინდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა.
ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს შიდა ქართლის უფლებამოსილმა პირებმა. ინდივიდუალური მეწარმე ზ.ს (მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვახვრელი) და ფიზიკური პირი თ.ხ. (მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფერმა) საქმიანობას (ფრინველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ეწეოდნენ. მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
