ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი ჯანდაცვის მინისტრი წარადგინა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკოდაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე“, – აღნიშნა პრემიერმა.
ტიკარაძე ამ დრომდე საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.
კომენტარები