სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას , საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!!
აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია !
და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?” – წერს პრეზიდენტი.
კომენტარები