ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის.
აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” სუბელიანის ადვოკატმა, ეკა ხუციშვილმა მიაწოდა. თუ როდის და რამდენი ხნით მიდის სუბელიანი მონასტერში, ეს მისი ადვოკატისთვის უცნობია.
მირზა სუბელიანმა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულება 8 ივლისს დატოვა.
კომენტარები