ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
ასევე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს გუშინ საღამოს გუბაზ სანიკიძე.
ოპოზიციის ლიდერები, ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე გუშინ დაიბარა. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით არიან დაბარებულები, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
კომენტარები