გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ფიჩხის შესაგროვებლად იყო წასული, როდესაც ხის მოტეხილი ტოტი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარები