„გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და პოლიცია ყოველდღიური საქმიანობით მაღალ დონეზე იცავს წესრიგს“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღებული შედეგები და არსებული სტატისტიკა შთამბეჭდავია.
„ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღებული შედეგები და არსებული სტატისტიკა შთამბეჭდავია. ის ცხადად მეტყველებს იმ რეფორმების ხარისხსა და მნიშვნელობაზე, რომელიც შს სამინისტროში მიმდინარეობს. ეს კი პასუხია კითხვაზე – რატომ აირჩია ოპოზიციამ განსაკუთრებულ სამიზნედ წარმატებული უწყების წარმატებული მინისტრი. მისასალმებელია, რომ, მიუხედავად დისკრედიტაციის მცდელობისა, რასაც ოპოზიციისგან ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს, გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და პოლიცია ყოველდღიური საქმიანობით მაღალ დონეზე იცავს წესრიგსა და საზოგადოებრივ ინტერესებს“, – აცხადებს მერაბ ქვარაია.
მერაბ ქვარაია – გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს
2019/07/31 17:03:06
ნანახია: 461 ჯერ