კაპროვანთან ზღვაში დამხრჩვალი არასრულწლოვანი 14 წლის ბიჭია და ის წალკის მკვიდრია, ხოლო მეორე დაღუპული 25 წლის ქალია. იგი ურეკელია და წალკაში იყო გათხოვილი. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთმანეთის ბიცოლა და მაზლიშვილი არიან.
შემთხვევა კაპროვანთან, რომელიც შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარეობს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მაშველებმა წყლიდან ორივე მათგანი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ინტერპრესნიუსი
კომენტარები