დავით გარეჯში გარკვეული შეზღუდვა რჩება თუმცა სიმშვიდა. საქართველო-აზერბაიჯანის კომისიის შეკრებამდე კიდევ 18 დღეა. ყველა მხარე თანხმდება, რომ იქამდე ვითარების ესკალაცია შედეგს არ წაადგება.
მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დღეს ქრონიკის გადამღებმა ჯგუფმა იმუშავა. ესაუბრა ტურისტებს, სასულიერო პირებს, საგარეო უწყებას, საპატრიარქოს და ისტორიკოსებს.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ 30 ივლისს განაცხადა.
დავით გარეჯში ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები პატრულირებენ. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრებიდან ხატები 4-5 დღის წინ გამოიტანეს. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა.