ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაული ხმაურით მიმდინარეობს. მაღალმთიან აჭარაში პრემიერმინისტრისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააპროტესტეს.
საჯარო ღონისძიებაზე მათ პრემიერთან მისვლა და სამართალდამცველთა კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გამართული კონცერტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გაშალეს ტრანსპარანტები „გახარია, წადი“. სამართალდამცველებმა კორდონი აღმართეს, აქციის მონაწილეებმა კი მისი გარღვევა სცადეს.
ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.
კომენტარები