“პატრიოტთა ალიანსი”-ს ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში, ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმიანება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“ისინიც” და “ესენიც” ხალხს უბრალოდ დაცინიან, უმდაბლესი წარმოდგენა აქვთ ხალხზე, ხოლო ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ.
“ისინი” და “ესენი” ვითომ ებრძვიან ერთმანეთს, არადა- აცოცხლებენ ერთმანეთს, უერთმანეთოდ ვერ სულდგმულობენ, ამიტომ “ისინიც” და “ესენიც” ერთად გვყავს მოსაშორებელი.
თუ ამ მახინჯი თამაშების, ამ გინება- ყოყლოჭინობის, ამ თავხედობის, უწესობის, ცინიზმის, არასახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული კამპანიის გაგრძელებას დავუშვებთ, არაფერის ღირსი არ ვყოფილვართ.
ქვეყანას ტურები ჭამენ.
“ისინიც” და “ესენიც” ნამდვილი ტურები არიან.‘, -წერს ინაშვილი.
კომენტარები