ბოლო რამდენიმე დღეა პატიმრობაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ პოსტები ქვეყნდება, რამაც საზოგადოების ნაწილს აფიქრებინა, რომ მას ციხეში ინტერნეტი აქვს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტექსტებს, მისი მეგობარი აქვეყნებს, რომელსაც ის ციხიდან ატანს.
“რადგან ციხეში ყოფნისას დადებულმა ჩემმა პოსტებმა ლოგიკური კითხვა გააჩინა- არის თუ არა ეს ჩემი პოსტები, მარტივად გეტყვით , რომ ციხიდან დროდადრო ჩემს მიერ გამოგზავნილ ტექსტებს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დებს, ამის გამო კომენტარებზე არავის ვპასუხობ. საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი. ასე რომ , ნუ იფიქრებთ განსაკუთრებული პირობები მაქვს შექმნილი”- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
კომენტარები
