გრენლანდია არ იყიდება – ასე პასუხობს ავტონომიის ხელისუფლება დონალდ ტრამპს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულის შესყიდვითაა დაინტერესებული. შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმების შესახებ ინფორმაცია The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა.
გავლენიანი გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპი დანიის კუთვნილი და მსოფლიოს უდიდესი კუნძულის შესყიდვის ინიციატივაზე აქტიურად მუშაობს იმ მიზნით, რომ არქტიკაში ამერიკის სამხედრო პოტენციალი გაზარდოს.
თეთრ სახლში კომენტარი არ გაკეთებულა, გრენლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კუნძული არ იყიდება.
კომენტარები