ნატო-მ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი მოამზადა. “საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტი”, – ასე ეწოდება ფილმს, რომელშიც მოთხრობილია იმ დევნილთა ისტორიები, რომლებსაც საომარი მოქმედებების გამო საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ.
“ქვეყნის სხვა ნაწილებში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი კი ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ მიწას კარგავენ. კონფლიქტი შეიძლება დასრულებული იყოს, მაგრამ მისი შედეგები კვლავ იჩენს თავს“, – ნათქვამია ფილმის წინასიტყვაობაში, რომელიც ნატო-ს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
კომენტარები