BBC ინფორმაციით, ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე ვერტმფრენის და მსუბუქი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. 2 მათგანი მცირეწლოვანია.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 5 დაღუპულზე.
ოფიციალური წყაროების ცნობით შემთხვევა 25 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები