დიდი ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტის მუშაობის შეჩერება ასობით ადამიანმა გააპროტესტა.
პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები ბორის ჯონსონს „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში“ ადანაშაულებდნენ. მომიტინგეებს ხელში ევროკავშირის დროშები ეჭირათ.
პარალელურად ინტერნეტში შედგა პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ. პეტიციას ხელი მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.
ბორის ჯონსონის ინიციატივა, რომელიც დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაამტკიცა, დეპუტატებს ბრექსიტის შესახებ მსჯელობისთვის დროს უმცირებს.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს, ხოლო პარლამენტი მუშაობას 14 ოქტომბერს განაახლებს.
ოპოზიციური პარტიები ბორის ჯონსონს „დემოკრატიის შელახვაში“ სდებენ ბრალს და უნდობლობის გამოცხადებით ემუქრებიან.