ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ბოლო 6 თვის განმავლობაში მსოფლიოში წითელათი 90 ათასი ადამიანი დაავადდა. აქედან 78% მოდის უკრაინაზე, ყაზახეთზე, საქართველოსა და რუსეთზე.
აღინიშნება, რომ უკრაინაში გამოვლენილი შემთხვევების 60% ფიქსირდება.
გარდა ამისა, ოთხმა ქვეყანამ ალბანეთმა, ჩეხეთმა, საბერძნეთმა და ბრიტანეთმა იმ ქვეყნების სტატუსი დაკარგეს, სადაც წითელა დაფიქსირებული არ ყოფილა.
წლის დასაწყისიდან გერმანიაში 400 შემთხვევა გამოვლინდა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მაჩვენებელი „დრამატულ რიცხვს“ მიუახლოვდა, რასაც ექსპერტები ვაქცინაციაზე უარის თქმით ხსნიან.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 57 301 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 30 ათასზე მეტი ბავშვებში, გართულებისგან კი 18 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები
