კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) პეკინის XXI კონგრესზე, 156 ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ FIBA-ს ახალი პრეზიდენტი აირჩია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. ფედერაციის პრეზიდენტი, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი და FIBA-აფრიკის პრეზიდენტი მალიელი ჰამანე ნიანგი გახდა, რომელიც ადრე სათავეში მალის კალათბურთის ფედერაციას ედგა და ასევე იყო მალის სპორტის მინისტრი.
„დღეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობელი ვარ ეროვნული ფედერაციის. პირობას ვდებ, პასუხისმგებლობით მოვეკიდები ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, ვიდგები FIBA-ს სამსახურში, მსოფლიოს ყველა კუთხეში დავიცავ ჩვენი საყვარელი სპორტის ინტერესებს. ერთად შეგვიძლია გავხდეთ ყველაზე პოპულარული სპორტული ოჯახი,“ – განაცხადა ჰამანე ნიანგმა.
FIBA-ს ახალი პრეზიდენტი სავარძელს ოთხი წლის ვადით დაიკავებს.
imedinews.ge/ge/