კომპანია BMW ევროპაში ახალი თაობის X5 xDrive45e-ის ჰიბრიდის გაყიდვას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, ქროსოვერს მხოლოდ ელექტროწევით 87 კილომეტრის გავლა შეუძლია, თუმცა აკუმულატორის გამო ინჟინრებს საბარგულის ზომის შემცირება მოუხდათ.
ავტომობილს 282 ცხენის ძალის მქონე 3-ლიტრიანი „მწკრივიანი“ ძრავი და 110-ძალიანი ელექტროძრავი აქვს, რის შედეგადაც X5 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5,6 წამს საჭიროებს.
ჩვეულებრივ რეჟიმში მაქსიმალური სიჩქარე 235 კმ/სთ, ელექტროძრავით მოძრაობისას კი 135 კმ/საათით შემოიფარგლება. ავტომწარმოებლის ინფორმაციით, 100 კილომეტრზე ავტომობილი 1,2-1,9 ლიტრ საწვავს ხარჯავს.
https://imedinews.ge
კომენტარები