გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ადამიანი.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. მიკროავტობუსი სომხური ნომრებით გადაადგილდებოდა და მგზავრები გადაჰყავდა. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები