ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა გადაარჩინა ბავშვი, რომელიც ამერიკის ღია პირველობის ფარგლებში გამართული ავტოგრაფ სესიის დროს ჭყლეტაში მოყვა. ვიდეოს ტურნირის Twitter-ის გვერდი ავრცელებს.
ნადალი ავტოგრაფებს არიგებდა, როდესაც ჭყლეტაში მოყოლილი ბავშვი დაინახა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ბიჭი ხელში აიყვანა, დაამშვიდა და ქუდზე ავტოგრაფი დაუტოვა.
ამერიკის ღია პირველობის მესამე რაუნდში ნადალი სამხრეთ კორეელ ჰიონ ჩონ მინს შეხვდება.
902 people are talking about this
კომენტარები