გაზეთ “ასავალ დასავალის” ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ყოფილი “რუსთავი 2”-ების შესახებ წერს:
“რუსთავიორელი მაროდიორების თაობაზედ
ის პროცესი, რაც ახლა რუსთავიორში მიმდინარეობს, აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია, სრულიად კოხტად მოთავსებული ცხოვრებისეული ლოგიკისა და ბუნებრივი კანონზომიერების საზღვრებში: მედიამოროდიორები, რომლებიც წლების განმავლობაში პარაზიტობდნენ სხვისთვის წართმეულ ტელევიზიაში, ტოვებენ იმ სივრცეს, რომელიც მათ პატრონებს ჰქონდათ მიტაცებული.
ამ მედიამაროდიორებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ სხვისთვის უკანონოდ წართმეულ ტელევიზიაში, მაგრამ არასოდეს უგრძვნიათ მორალური დისკომფორტი ამის გამო. ისინი თვლიდნენ, რომ მათ ეკუთვნუდათ ის, რაც რეჟიმმა პატრონს ყაჩაღურად წაგლიჯა. სლოგანი – ,,რუსთავიორი ჩემია” – იყო მაროდიორული სლოგანი, რადგან მათ იცოდნენ, რომ რუსთავიორი არასოდეს ყოფილა მათი, იყო სხვისი და წაართვეს სხვას, წართმეულის დაჩემება კი, როგორც წესი, მინიმუმ უწესობაა. ამას ჰქვია პოლიტიკური და მედია მაროდიორობა და მათ ეს სახელი – მაროდიორები დაარქვა, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სხვას არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ რუსთავიორელები იყვნენ მაროდიორები.
ისინი დღეს ამთავრებენ თავიანთ მრავალწლიან მაროდიორობას, ეს კი სრულიად სამართლიანია, თუმცა კი, ცოტა ნაგვიანევი.
საერთოდ, სამართალი ხშირად აგვიანებს, მაგრამ როცა მოდის, აუცილებლად ისე მოდის, რომ, გინდა თუ არა, გათქმევინებს – ვინც მოვიდა, გაუმარჯოსო!” – წერს ხუბუა