“მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის მაუწყებლობის დეტალებს ასაჯაროვებს. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, არხს მუსიკალურად ნიკოლოზ რაჭველი გააფორმებს და ასევე ტელეკომპანიის მიკროფონის ფოტოსურათსაც აქვეყნებს.
„ცხადია, 9 სექტემბრამდე (ანუ ეთერში პირველად გასვლამდე), შეფუთვა დროებითი იქნება, მუსიკაც და აუდიოც. აი შემდეგ კი, და ვიმედოვნებ ძალიან მალე, გვექნება არხის ფანტასტიური შეფუთვა დინოსგან და არხის მთელ მუსიკალურ შეფუთვას გააკეთებს ჩემი უსაყვრლესი და გენიალური ნიკოლოზ რაჭველი. აი, ასე, ვიწყებთ და გვიყურეთ 9 სექტემბრიდან. “მთავარ არხზე“, გპირებით საუკეთესო ნიუსს, საუკეთესო ვიდეოს და საუკეთესო მუსიკა. უყურეთ და საკუთარი თვალებით ნახეთ, როგორ იბადება ახალი და საუკეთესო ტვ. იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება ps და ბოლოს, ესეც თქვენ ახალი მიკროფონი. სანამ შეკვეთა ჩამოვა, დროებითი უნდა აიტანოთ“- წერს გვარამია.