საბერძნეთი მიგრანტთა რაოდენობის შესამცირებლად სასაზღვრო კონტროლს და დეპორტაციის პოლიტიკას გაამკაცრებს, იტყობინება Reuters-ი.
ბრიტანული სააგენტო საბერძნეთის მთავრობის საგარეო საქმეთა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო შეხვედრის შედეგებზე წერს.
გადაწყვეტილება თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მიგრანტთა ისევ დიდი რაოდენობის დაფიქსირებას მოჰყვა.
მთავრობის განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებული პატრულირება ხელს შეუწყობს თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიცირებას.
კომენტარები