ცნობილია რომ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტები, ზაზა ოქუაშვილის კუთვნილ ტვ “იბერიაში” გადავიდნენ სამუშაოდ და იქ განთავსდნენ, მაგრამ ასევე გახდა ცნობილი, რომ “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ” და “ვანო ჯავახიშვილის შოუ”, “იბერიაში” ფიზიკურად ვერ დაეტივნენ.
როგორც “ექსკლუზივ ნიუსს” უამბეს, ზაზა ოქუაშვილმა ერთ დროს “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” ჟურნალისტებს, თავისი სამფლობელო სიგარეტის ფაბრიკა “ომეგას” ტერიტორია შესთავაზა, რომელიც ფიზიკურად ვაშლისჯვარში მდებარეობს. როგორც ნათქვამია, გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო და, რუსთავი 2-ებმა უფუნქციოდ და უმუშევრად დარჩენას, მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანმაც და ვანო ჯავახიშვილმაც, ვაშლისჯვარში მდებარე სიგარეტების ფაბრიკა “ომეგას” მიაშურეს და მაუწყებლობას, სწორედ ხსენებული ფაბრიკიდან განახორციელებენ.
“ექსკლუზივ ნიუსმა” ასევე გაარკვია, ზაზა ოქუაშვილსა და ყოფილ რუსთავი 2- ელებს შორის დადებული გარიგების, უცნაური და საინტერესო დეტალები… გაირკვა, რომ ზაზა ოქუაშვილს სიგარეტის ფაბრიკის ის ფართი, სადაც ვანო ჯაბვახიშვილისა და ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემებმა უნდა იმაუწყებლონ, ტავის დროზე, საქართველოს ბანკში ჰქონია ჩადებული და ვალის გადაუხდელობის გამო, უკვე სააღსრულებოზეა გადაცემული და უახლოეს პერიოდში, ბანკი თავის კუთვნილი ქონებიდან, ოქუაშვილის მიერ, ვითომ კეთილი გულით, შეკედლებულ ჟურნალისტებს, ცხადია გამოასახლებს და როგორც ეს, რუსთავი 2-ის ყოფილ და ინტრიგებში გაწაფულ ჟურნალისტებს სჩვევიათ ხოლმე, ატეხავენ კივილ-წივილს, შეყრიან ქვეყანას, არიქა ხელისუფლება პოლიტიკურად გვდევნისო… არადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოქუაშვილმა ყოფილი რუსთავი 2-ელები, ბანკისთვის ვალში გადაცემულ ობიექტზე, განზრახ შეუშვა და განათავსა, რომ ამ ავანტურით, როგორ ჟუნალისტებმა, ასევე მანაც, პოლიტიკურად რომ იხეიროს… ხმამაღლა კი, ჩვეულებისამებრ განაცხადებს, რომ ამ ქვეყანაში მედიას ავიწროვებენ და ჟურნალისტების უფლებები, არაა დაცული. ზაზა ოქუაშვილისთვის კი, ეს ქმედებები, აპრობირებული და გამოცდილი მეთოდია. ცნობილია, რომ მას სიცრუისა და ინტრიგების ხლართვაში, ბადალი არ ჰყავს. საინტერესოა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა გამოუვა.. ამას მომავალი გვიჩვენებს..
შეგახსენებთ, რომ სასამართლო დავას ომეგასა და საქართველოს ბანკს შორის, მედია აქტიურად აშუქებდა..
http://liberali.ge/news/view/39777/saqartvelos-banki-omegas-84milioniani-davalianeba-aqvs-da-banki-davas-gaagrdzelebs?fbclid=IwAR2nTEEoQL97xJXjBjIN8Mm6hXHGtLoC30N4uZhPGLk6F8hC78gjKGwJCRc