ჰონდურასის ყოფილ პირველ ლედის როსა ელენა ბონილას 58-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, პორფირიო ლობოს მეუღლე თაღლითობასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ცნო დამნაშავედ.
საუბარია $ 779 000 დოლარზე, რომელიც ჰონდურასს 2010-2014 წლებში საერთაშორისო დახმარების სახით გადაეცა. თანხა სოციალურ პროგრამებზე უნდა დახარჯულიყო, თუმცა პირველმა ლედიმ ფული სამედიცინო ანგარიშების გადასახდელად, შვილების სწავლის დასაფინანსებლად და ძვირფასი სამკაულების შესაძენად გამოიყენა.
52 წლის ბონილა დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. აღსანიშნავია, რომ ლობოს ერთ-ერთი შვილი აშშ-ის ციხეში 24-წლიან სასჯელს იხდის ქვეყანაში კოკაინის შემოტანის გამო.
კომენტარები