ჟურნალისტმა ვასილ დაბრუნდაშვილმა “იმედი” დატოვა. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა, თუმცა რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.
“მადლობით დავიწყებ იმ ადამიანების მიმართ ვისთან ერთად “იმედზე” 7 წელი საქმე ვაკეთე. ბევრი სირთულე იყო ბევრი გამოწვევა, რაღაცეები ვისწავლე და ვთვლი რომ ჩემი ძალიან მცირე წვლილი შევიტანე ამ ტელევიზიის განვითარებაში. გული მწყდება იმაზე რომ წამოსვლა მომიწია მაგრამ არის მომენტები როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დგება. და ეს ახლა ყველაზე მეტად იყო საჭირო! მადლობა ამ არხის ყველა თანამშრომელს, მაგარ ოპერატორებს ცეცხლშიც ტყვიებშიც რომ გვიმუშავია ერთად. მადლობა მემონტაჟეებს, მადლობა ჩემს კოლეგა ჟურნალისტებს. არასდროს არ დამავიწყდება ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში მათი მხარდაჭერა ყველა ზარი და შეტყობინება. ყველაფერი აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ.” – წერს დაბრუნდაშვილი.
“ექსკლუზივ ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ ვასილ დაბრუნდაშვილი მუშაობას “რუსთავი 2”-ზე გააგრძელებს.