ბარსელონაში გაძარცვის მცდელობისას ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ინციდენტი ბარსელონას ერთ-ერთ ცნობილ ღამის კლუბთან მოხდა.
26 წლის ქალს მობილური ტელეფონი მოპარეს, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა და დაცვას შეატყობინა. დაცვამ ახალგაზრდა ქალს მობილური ტელეფონი დაუბრუნა, თუმცა კლუბის გასასვლელთან მათ ორი პირი დაესხა თავს. შედეგად, დაცვის თანამშრომელი და ახალგაზრდა ქალი დანით დაჭრეს. მოგვიანებით, ქალი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
კომენტარები