რამდენიმე დღის წინ დაკარგული ესპანელი მოთხილამურე ბლანკა ფერნანდესი მადრიდის გარეუბანში, მთის მასივში გარდაცვლილი იპოვეს.
56 წლის ოჩოა ბოლოს 23 აგვისტოს, ავტომობილის საჭესთან დაინახეს. ის სახლიდან მობილური ტელეფონის გარეშე გავიდა, საბანკო ბარათები კი არ გამოუყენებია. საბოლოოდ, ფერნანდესის ქალიშვილმა ოლივია ფრესნედამ პოლიციას მიმართა და საქმეში ესპანეთის ეროვნული პოლიცია ჩაერთო.
სამი დღის განმავლობაში ყოფილ სპორტსმენს მადრიდის ჩრდილოეთით, სამთო მასივში ეძებდნენ, მაგრამ მხოლოდ მისი “მერსედესი” აღმოაჩინეს. ოთხშაბათს კი სამოქალაქო გვარდიამ უკვე ქალის გვამიც იპოვნა. ნათესავებმა ამოიცნეს ოჩოა.
იტყობინებიან, რომ სხეული ავტომობილიდან ორნახევარი საათის სავალ მანძილზე იპოვნეს. ოჩოა შვიდი-ათი დღის წინ არის გარდაცვლილი.
ოჩოა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ესპანელი ქალი პრიზიორია.