20 ივნისს დაშვებული მაკო გომური სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ის თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ ხუთი წუთის წინ გაიგო, რომ მასზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული.
„არ ვარ თბილისში. კახეთის გზატკეცილზე ვარ და პარლამენტის სხდომას თუ დამაწევთ გზაში, კი ბატონო, შევალ.
ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა“, – წერს მაკო გომური.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის სხდომაზე, სადაც გიორგი გახარიასა და მთავრობის შემადგენლობას უსმენდნენ, 20 ივნისს დაშვებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დასწრებას ითხოვდენ. მათი თქმით, მათზე საშვია დაშვებული, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
კომენტარები