ბაჰამაში ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, ამის შესახებ nbcnews ბაჰამის კუნძულების პრემიერმინისტრის წარმომადგენელზე ერიკ ველსზე დაყრდნობით წერს. ამ დრომდე 30 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი და ათასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამიტომ მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ მიერ მიყენებული ზარალი დაითვალეს. კომპანია Karen Clark & Company-ს ცნობით, რომელიც კატასტროფების მოდელირებაზე მუშაობს, წინასწარი მონაცემებით სტიქიამ კუნძულები $7 მილიარდით დააზარალა
ქარიშხალი „დორიანი“ აშშ-ში მძვინვარებს. სტიქიამ ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ტორნადოც გამოიწვია. შედეგად კი, ასობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სანაპირო ზოლში მდებარე ქალაქებში კი დასახლებები დაიტბორა. ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია სტიქიამდე განახორციელა.