სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ რუხთან საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებენ.
დაკავება საოკუპაციო ხაზთან მოხდა. ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.
მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა ოკუპანტებმა თევზაობის დროს, გუშინ დააკავეს.
კომენტარები