ქუთაისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპოტრო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები