პროექტი „ბრიტანეთი-საქართველო 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა საზეიმო მიღება გამართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი და განათლების მინისტრი. პროექტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად 60-ზე მეტი ღონისძიება განხორციელდება. პროექტი „ბრიტანეთი-საქართველო 2019“ მიზნად ისახავს სიახლე შემატოს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვან მეგობრობას.
„მომდევნო სამი თვის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის საელჩო და ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, წარმოგიდგენთ “დიდი ბრიტანეთი, საქართველო 2019 სეზონს”, სადაც ვეცდებით გაგაცნოთ თანამედროვე, მრავალფეროვანი და გლობალური ბრიტანეთი და თავი მოვუყაროთ იმ ბრიტანულ-ქართულ საერთო ტრადიციებს, ღირებულებებს და ურთიერთობებს, რომლებზეც დგას ბრიტანელ და ქართველ ხალხთა შორის მრავალწლიანი მეგობრობა და ერთად გავაძლიეროთ და გავამყაროთ ეს კავშირები მომავალში“, – აღნიშნულია ბრიტანეთის საელჩოს Facebook-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.