“ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი “დღეს ნაადრევია“.
“დიდი მადლობა მამუკა ხაზარაძეს დადებითად დახასიათებისთვის, მაგრამ რაიმე თანამშრომლობაზე საუბარი დღეს არის ნაადრევი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისვის, გუშინ “თიბისი ბანკის“დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო ინტერვიუში ლევან გოგიჩაიშვილი დადებითად დაახასიათა.
კომენტარები