პროცესის მიმდინარეობისას ვერ მოვისმინეთ ვერცერთი სოლიდური არგუმენტი [საკონსტიტუციო] სარჩელის საწინააღმდეგოდ, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალება.
„არის უსუსური მცდელობა თავი დაიძვრინონ ამ ბრალდებებისგან. ველოდებით ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას – ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სასამართლო სხდომა დღეს კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდება.
კომენტარები
