ქაბულში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. შემთხვევა ქალაქ ჩარიკარიში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე პრეზიდენტ აშრაფ ღანის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. პრეზიდენტი არ დაშავებულა. ბომბი თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ააფეთქა.
კიდევ ერთი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ცენტრში მოხდა, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა. ორივე ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.
კომენტარები