აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოში მომავალ სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს ტაჯიკეთის მოქალაქე მართავდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში აპირებდა გადმოსვლას.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
აზერბაიჯან-ირანის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა სატვირთო მანქანა შეამოწმეს, რომლის სამალავშიც დიდი ოდენობით ჰეროინი აღმოაჩინეს
კომენტარები