„რა თქმა უნდა, თემა, რომელიც იყო გაჟღერებული ჩვენი მოქალაქეებისათვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ატმოსფერული ჰაერი, ეს არის, რითიც ვსუნთქავთ ჩვენ, სუნთქავენ ჩვენი შვილები, ამიტომ უნდა გაფრთხილება და გადამჭრელი ზომების მიღება, რომ ჩვენ მინიმალურამდე მივიყვანოთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრვლესობის დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით იყო ძალიან ხშირი არასწორი ინფორმაცია გავრცელებული მათ შორის, ძალიან სოლიდური ორგანიზაციებისგან, თითქოს საქართველოში ჰაერი დაბინძურების ხარისხი იყო ძალიან მაღალი და შეყვანილი ვიყავით 10 ყველაზე დაბინძურებულ ქალაქში, სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება
,,მოგეხსენებათ რომ პირველად თუ არ ვცდები ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარის ბატონი კახა კუჭავას ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელმაც ჩაატარა საკომიტეტო მოკვლევა ატმოსფერული ჰაერის შესახებ, რადგან ამ თემასთან დაკავშირებით იყო ძალიან ხშირი არასწორი ინფორმაცია გავრცელებული მათ შორის, სამწუხაროდ, ძალიან სოლიდური ორგანიზაციებისგან, თითქოს საქართველოში ჰაერი დაბინძურების ხარისხი იყო ძალიან მაღალი და შეყვანილი ვიყავით 10 ყველაზე დაბინძურებულ ქალაქში, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. მივესალმებით სახალხო დამცველის ინიციატივას თვითონ ჩაეტარებინა ასეთი კვლევა, დავესწარით ამ მოკვლევის პრეზენტაციას და კიდევ ერთხელ მადლიერებას გამოვთქვამ იმისათვის, რომ საერთო ძალისხმევით ის, რაც შეიძლება გამორჩეს კომიტეტს ამ რეკომენდაციებს სიამოვნებით მივიღებთ და ბევრ ნაწილში, რა თქმა უნდა, გეთანხმებით.
ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი კომიტეტის მიერ უკვე ბეჭდური სახით გამოცემული ანგარიში და მოკლედ მოგახსენებთ, რომ გამოკვეთილი, რა თქმა უნდა, არის რამდენიმე წყარო, ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ტრანსპორტი, მოგეხსენებათ, რომ 3 700 000 არის საქართველოს მოსახლეობა ბოლო კვლევების მიხედვით და აქედან 1 200 000 ცხოვრობს თბილისში და ტრანსპორტის კონცენტრაციაც მაღალია დაახლოებით 40% საქართველოს ტრანსპორტისა არის თბილისში, ამიტომ, რა თქმა უნდა, ტექდათვალიერების საკითხი იყო უმძიმესი ათზე მეტია წელია ეს არ მუშაობდა ეს სისტემა, ჩვენი ავტო პარკი არის საკმაოდ მოძველებული გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან, ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ძველ ავტომობილებს ახალ მოთხოვნებს ვერ მივუყენებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კიდევ ერთხელ სწორი მიდგომა ამასთან და კონტროლის მიმართულებით გეთანხმებით. რაც შეეხება იმ ზომებს, რომელსაც ატარებს დედაქალაქის ხელმძღვანელობა, აქ მისასალმებელია, რომ ბატონ კახი კალაძეს პირობა აქვს დადებული, რომ 700-ივე ავტობუსი, რომელიც ქალაქს ემსახურება, ჩანაცვლდება ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე ტრანსპორტით და ამ 700 შემადგენლობას დაემატება 200 ახალი, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტი იმდენად მიმზიდველი უნდა გავხადოთ, რომ ნაკლებად ისარგებლონ საკუთარი ტრანსპორტით.
რაც შეეხება სამრეწველო გამონაბოლქვებს, რომელიც 30% არის, მინდა გითხრათ, რომ აქაც გარემოს ზემოქმედების შეფასება როგორც შეკითხვაში აღვნიშნე, არამარტო იმას ითვალისწინებს სწორედ, რომ საწარმოს მშენებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის ზიანი, რომელიც გარემოს მიადგება, არამედ საწარმოს ამუშავების შემდეგ ის ემისიები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს გარემოში, როგორც სითბური, ასევე ქიმიური. ამ მიმართულებით ეს გარემოს შეფასება ამ ყველაფერს არეგულირებს. ამასთან, მინდა ავღნიშნო, რომ მოძველებული ავტოპარკის პირობებში საწვავის ხარისხს აქვს მნიშვნელოვანი როლი.
რაც შეეხება სამშენებლო მტვერს, ჩვენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიტანეთ ცვლილებები და გავამკაცროთ იმისათვის, რომ ღია სახით არ მოხდეს, არც სამშენებლო მასალების გადაზიდვა და მითუმეტეს ძალიან საშიში ტენდენცია იყო, როდესაც მშრალი მეთოდით ხდებოდა დახერხვა ქალაქში, ამ მიმართულებითაც შევიტანეთ ჩვენ ცვლილებები, ბუნებრივი მტვერი აქ ერთადერთი არის გამწვანების პრობლემა, რაც ძვირადღირებული არის, ჩემი შეკითხვა როგორც ყოფილ მერთან ისევე ახალ მერთან იყო თვითონ თბილისში რამდენად მოხერხდება გამწვანება, სამწუხაროდ, მივიღე ინფორმაცია, რომ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი გასხვისებულია და კერძო მფლობელობის ხელშია მაგრამ საბედნიეროდ მინდა გითხრათ რომ თბილისში ორი დიდი პარკის მშენებლობა იგეგმება, ერთი უკვე დაანონსებულია და რამდენადაც ვიცი უკვე პროექტიც არის, ეს არის დიღმის ჭალები.
სადგურებს რაც შეეხება, აქაც ჩვენ, როდესაც ბიუჯეტის განხილვის დროს ყოველთვის ვითხოვთ ჩვენი მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდას და ეს ეხება იმასაც, რომ სადგურების რაოდენობა არ არის იმდენი, რამდენიც გვჭირდება, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მათ შორის იაპონიის მთავრობის დახმარებით, ესეთი სადგურები ქვეყანაში შემოვიდა, მაგრამ სადგურების გარდა მინდა გითხრათ, რომ გარემოს დაცვით მიმართულებით, როგორც რეინჯერების, ასევე გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების, მათი ტექნიკის, ეკიპაჟების მიმართულებით ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტისგან რომ ჩვენი ტყეები, ტერიტორიები იყოს დაცული, აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფილტვი, რაც არის ტყე ამ მიმართულებითაც ახალი კოდექსი უფრო მდგრად მოხმარებას უზრუნველყოფს და საშუალებას მოგცემს, რომ ეს მომავალში შევინარჩუნოთ. მოგეხსენებათ, რომ 40% ჩვენი ტერიტორიების არის ტყით დაფარული, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, თუმცა ამას უნდა მდგრადი მართვა და შენარჩუნება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ყველა ემისიების 25% შთანთქავს ჩვენი ტყე, ამიტომ აქ მდგრადი განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ, მომავალშიც ყურადღებით დავაკვირდებით თქვენს რეკომენდაციებს”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.