თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ).
ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი ტიმურ არბუზოვი იქნება.
კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
