საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1995-2007 წლებში იკავებდა.
ფრანგი პოლიტიკოსი ჟაკ შირაკი სხვადასხვა დროს არაერთ პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობდა. იყო საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი. 1977-1995 წლებში ჟაკ შირაკი პარიზის მერი იყო. 2002 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დღეს, ულტრამემარჯვენე მაქსიმ ბღუნღიმ პრეზიდენტის მოკვლა სცადა.
2011 წლის 15 დეკემბერს, პარიზის სასამართლომ ჟაკ შირაკი სახელმწიფო სახსრების არასათანადო ხარჯვაში და საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და ორ წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.