იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირების შემდეგ, ვანო ზარდიაშვილის “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გედევან ფიფხაძეც დაუპირისპირდა.
ფოფხაძემ ზარდიაშვილს გარეთ გასვლა და “სხავნაირად“ დალაპარაკება მოსთხოვა.
“გარეთ გავიდეთ და სხვანაირად დავილაპარაკოთ. გაგლიჯავ შუაზე ვაფშე. ნუ ბლატაობ. ფეხები არავის არ მოჭამო“,- მიმართა გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი დეპუტატები ვანო ზარდიაშვილი და ეკა ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეკა ბესელიამ ზარდიაშვილს დაარტყა.
კომენტარები
