„ვალერი გრიგალაშვილი დარწმუნებულია, რომ პასუხისგება მოუწევს და წამგებიანი პოზიციიდან აქტიურობა მხოლოდ შეიძლება აიხსნას“ – ამის შესახებ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
თორნიკე მოლაშვილი გამოცემასთან იმ პირებს ასახელებს, ვინც სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილეობა მიიღეს.
„ჩემმა ძმამ სიკვდილამდე არაერთხელ თქვა, რომ გრიგალაშვილის გარდა მის წამებას ესწრებოდნენ გიგა ბოკერია და ზურაბ ადეიშვილი. 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სულხანის პოლიტიკური დევნა, წამება, მის მიმართ უკანონო სასამართლოს ჩატარება დაადასტურა და რეჟიმიც იძულებული გახდა, ყოველივე ეღიარებინა. ასე რომ, როცა ვალერი გრიგალაშვილი ამტკიცებს, თითქოს სულხანი არავის უწამებია – საკუთარი პატრონების წინააღმდეგ მიდის და თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს!
როცა სააკაშვილის რეჟიმმა იგრძნო, რომ ევროპული სასამართლო ჩემი ძმის სარჩელს დააკმაყოფილებდა, შეეცადა, მასზე ზემოქმედება მოეხდინა, რათა სარჩელი გამოეტანა და ამ მიზნით უკვე მე დამაპატიმრეს! ვალერი გრიგალაშვილი დარწმუნებულია, რომ პასუხისმგება მოუწევს და წამგებიანი პოზიციიდან აქტიურობა მხოლოდ ამდაგვარად ახსნას. რასაც ის ამტკიცებს, არც იურიდიული და არც საპიარო თვალსაზრისით, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“, – აცხადებს მოლაშვილი.
სულხან მოლაშვილის ძმა – ვალერი გრიგალაშვილი დარწმუნებულია, რომ პასუხისგება მოუწევს
2016/08/15 17:50:10
კომენტარები
ნანახია: 2213 ჯერ