პოლიტიკაში თუ სამოქალაქო ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის ხელშესაწყობად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია მუშაობს.
ქალების გაძლიერება და მათი აქტიურობის ხელშეწყობა აქტუალური არამხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომელიც მსოფლიოს გარშემო მუშაობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია “ქალთა დემოკრატიის ქსელია(WDN)”. WDN 2006 წელს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI)” მიერ დაფუძნდა და მისი მიზანი მთელ მსოფლიოში ქალების გაძლიერებაა, რათა მათ შესაძლებლობა გაუჩნდეთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამთავრობო, ადგილობრივ თუ სამოქალაქო დონეზე. ამ ეტაპზე ორგანიზაცია 80 მეტ ქვეყანაში მუშაობს, წარმომადგენლობა კი მხოლოდ 14 ქვეყანაში ჰყავთ. საქართველო ამ ქსელს 2007 წელს შეურთდა, 2009 წელს კი დაფუძნდა როგორც ორგანიზაცია და ამ წლების განმავლობაში 1000-ზე მეტ ქალთან მუშაობდა, მათ შორის პოლიტიკური პარტიებიდან, ადგილობრივი თვითმართველობიდან, უნივერსიტეტებიდან თუ ბიზნესს წრეებიდან. WDN საქართველომ წელს პროექტი “ქალები ცვლილებებისთვის” განახორციელა, რომელშიც მონაწილეობა რეგიონებიდან 40-ზე მეტმა ქალმა მიიღო.
პროექტის დროს ქალებს საშუალება ქონდათ მიეღოთ მონაწილეობა როგორც ტრეინინგის თეორიულ ნაწილში და მოესმინათ სემინარები ლიდერობაზე, ადვოკატირების კამპანიებსა თუ პროექტების წერაზე, ასევე შესაზლებლობა ქონდათ შეემუშავებინათ პრაქტიკული სამუშაო და დაეგეგმათ კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზები. თელავის რეგიონული ტრენინგის მონაწილეების წარმოდგენილი იდეები მრავალფეროვანია დაწყებული სოციალური საწარმოთი დასრულებული მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრით. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ჯგუფებში მუშაობისას გამოერჩიათ მათთვის პრიორიტეტული იდეები და სესიაზე მიღებულ თეორიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეემუშავებინათ ადვოკატირების კამპანიის გეგმები, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალა მონაწილეობის გაზრდის მიზნით საადვოკაციო კამპანია, განსაკუთრებულ საჭიროებების მქონე პირებისთვის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა, ოჯახური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მუნიციპალური თავშესაფრის საპროექტო იდეის ადვოკატირება თელავის მუნიციპალიტეტში. ბათუმში ჩატარებულ ტრენინგზე ასევე მრავალფეროვანი საპროექტო იდეები წარმოადგიეს მონაწილეებმა ჯანდაცვის, სოციაო-ეკონომიკური, ახალგაზრდების ჩართულობის, გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის კუთხით.
ჯგუფებში მუშაობისას ტრენინგის მონაწილეებმა სამ იდეაზე შეიმუშავეს ადვოკატირების კამპანიის გეგმები: ქალაქ ბათუმში Street Art ყოველწლიური ფესტივალის ჩატარება და ამისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის ადვოკატირება; ბათუმის მუნიციპალურ დონეზე საკვები პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფისა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის ლაბორატორიის ამოქმედება ინტერაქტიული მობილური აპლიკაციის ინტეგრირებით; აჭარის არ ბიუჯეტიდან გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ვერტმფრენების შეძენა აჭარის მაღალმთიანი სოფლების მომსახურების გაწევის მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაცია ” საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი” მომავალშიც აპირებს თანამშრომლობა გააგრძელოს იმ ქალებთან, რომელთაც სურვილი აქვთ საკუთარი რესურსი საზოგადოებრივი საჭიროებების მოგვარებისთვის გამოიყენონ. თავის მხრივ, ორგანიზაცია მაქსიმალურად შეეცდება, რომ თეორიული ცოდნის გადაცემით ხელი შეუწყონ მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში.
